четверг, 20 мая 2010 г.


ეგვიპტე (არაბ. مصر‎‎ მისრ, misˤɾ (?·i)), ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში(სინაის ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სუდანს სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით.

ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.

აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.

კაირო ეგვიპტის დადაქალაქი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. ერთ–ერთი უმსხვილესი ქალაქია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. იგი გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, აქ არის საუკეთესო სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.

კაიროს თანამედროვე ცენტრად ითვლება ალ-ტაჰრირის მოედანი, აქ არის ყველა ძირითადი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის შტაბბინა. აღსანიშნავია არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.

ტურისტების ყურადღებას იქცევს კაიროს ეროვნული მუზეუმი. სადაც ძველი ევიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათასი ექსპონატს შორის არის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.

ეგვიპტის ცივილიზაცია დაიწყო ძველი წელთ აღრიცხვით V ათასწლეულში და დაასრულა ახალი წელთ აღრიცხვით 332 წელს. იგი ალექსანდრე დიდიმა მაკედონელმა დაიპყრო (ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ ). ძვ. წ. III ათასწლეულში ფარაონმა ნარმენმა გააერთიანა ზედა და ქვედა სამეფოები. ეგვიპტე იყოფა 3 პერიოდად:

1. ძველი სამეფო - ძვ. წ. 3 000 წ. - დედაქალაქი მემფისი.

2. შუა სამეფო - ძვ. წ. 2 000 წ. - დედაქალაქი თებე.

3. ახალი სამეფო - ძვ. წ. XVII-XIV სს. - დედაქალაქი თებე.

აღსანიშნავია ეგვიპტური პირამიდები, რომლევიც ძველ სამეფოში იგებოდა და ისინი დღესაც არის შემორჩენილი. პირ-ველი პირამიდა იყო ჯოსერი, რომელიც ფარაონ ჯოსერის საპატივსაცემოდ, გადმოცემის თანახმად, ქურუმმა იმჰოტეპმა ააგო. მისი სიმაღლე 60 მ.

ქრისტეს შობამდე 5 000 წელს ხმელთაშუა ხღვიდან, პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირებზე, ამაღლებულ ადგილას. მათ ააშენეს დაწნული ქოხები და ისინი გახდნენ პირველი ეგვიპტელები. მოიშინაურეს ცხოველები, მოჰყავდათ მშვენიერი მოსავალი და მისდევდნენ მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას. წარმოიშვა ორი სამეფო - ზედა და ქვედა.

1922 წლიდან ეგვიპტე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 50-იან წლებში გახდა რესპუბლიკა გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით. ახლო წარსულში იგი აწარმოებდა ომს ისრაელთან, მაგრამ 1977 წელს ანვარ სადათის პრეზიდენტობის დროს გააფორმა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება. ამან გამოიწვია ეგვიპტის გარიცხვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან. 1981 წელს ექსტრემისტმა-ისლამისტებმა მოკლეს სადათი, მისი ადგილი დაიკავა ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც უფრო ზომიერ ხაზს ატარებს. 1987 წელს აღადგინა ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან. 1991 წელს მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში აშშ-ს მხარეზე. ეგვიპტე ასრულებს მთავარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.

Комментариев нет:

Отправить комментарий