![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjEdfDyHg_zPkZ9dlOXU9J12R_-kS4ye1BekgZIGyFOQQhsvHql0FInj63-3-bII-SKLnhbEkTX-etwo3q3OyJNbqGJpiv0dMahavMdesFHUQPHSK_wlZvItJv_qBA2ubR90Fb5j5AHFIw/s320/11.jpg)
საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française), ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ესპანეთი და ანდორა. ესპანეთის ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრება ბრაზილია და სურინამი (საფრანგეთის გვიანას), ნიდერლანდის ანტილები (სენ-მარტენს). საფრანეგთი დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოს ევროტუნელით, რომელიც გადის ინგლისის არხის ქვეშ.
საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 82 მილიონ ტურისტს იღებს. იგი არის ასევე გაეროს ერთ-ერთი დამმარსებელი და წევრი შემდეგი ორგანიზაციებისა: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, დიდი ოცეული, ნატო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ლათინური გაერთიანება. იგი არის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი.
საფრანგეთის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკავია ტყეს. საკმაოდ დიდი ტყის მასივები განთავსბულია აკვიტანიაში, ალპებში, პირინეებში, ვოგეზებში. აკვიტანიის აღმოსავლეთით მუხნარი ტყეები გადადის წაბლნარში, აქ ასევე წარმოდგენილია სუბტროპიკული მცენარეთა ელემენტები. ქვეყნის ჩრდილოეთში განთვასებულია მუხნარი და წიფელის ტყეები. ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით მიდამოები გამოყენებულია საძოვრებად. ხმელთაშუაზღვურ სამხრეთში დამახასიათებელია ბუჩქნარებით შეთხელებული ტყეები. ალპებში მუხნარი და წაბლის ტყეები 700 - 800 მეტრზე იცვლება წიფლნარი, ნაძვნარი და ფოთლოანი ტყეებით, რომლებიც 1600 – 1900 მეტრზე მდებარეობს. პირინეებში ტყეთა ზემო საზღვარი აღწევს 1800 – 2100მ. უფო ზემოთ (სუბალპურ ზონაში) ვხვდებით ბუჩქნარსა და მაღალბალახოვან მინდვერბს. საფრანგეთის ტყეებში, განსაკუთრებით მთებში ადვილად ვხვდებით გარეულ კატას, მელას, ირემს, შველს, კურდღელს, ტახს, ციყვს. მაღალ მთებში ვხვდებით მთის თხას... განსხვავებულ ფრინველებს: კაკაბი, ქორი, ყვავი, სამხრეთში ვხვდებიათ ფლამინგოს.
საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა, მას წელიწადში დაახლოებით 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ძვირადღირებული კურორტებიისა და სასტუმროების (კანი, ნიცა, სენ -ტროპე) გვერდით ვხვდებით შედარებით დაბალფასიან ტურისტულ ზონებს. გარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა, ტურიზმი განვითარებულია ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, პროვანსში. საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში იღებს ტურისტებს. სასტუმროს სერვისები უმაღლეს დონეზეა და ქვეყნისათვის დიდი მოგება მოაქვს.
პარიზი არის საფრანგეთის ადმინისტრაციული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. მიუხედავად ორი მსოფლიო ომისა, ქალაქის ცენტრი შესანიშნავი ბულვარებითა და ინფრასტრუქტურით ნაპოლეონის დროს მოგვაგონებს. ლუვრი, ვერსალი, ტრიუმფალური თაღი, ვანდომის მოედანი, ტუილრის ბაღი, ეიფელის კოშკი, დ’ორსეს სადგური, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ეს ის ნაგებობებია, რომლებიც იზიდავს ათასობით ტურისტს. ისტორიული ადგილები, მდიდრული კაფეები და მეფეთა სასახლეები, არისტოკრატული რეზიდენციები და ულტრათანამედროვე მაღალსართულიანი სახლები აქ ერთადაა თავმოყრილი. პარიზი მსოფლიოს ერთ – ერთი სიცოცხლით სავსე ქალაქია. აქ მდებარეობს 2000–მდე მონუმენტი, 200 მუზეუმი, მთავარი ღირშესანიშნაობები მდინარე სენის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი. “პარიზის გულიდან” ოდნავ მოშორებით, კუნძულ სიტეზე, განთავსებულია ლუვრი, მსოფლიოს ერთ – ერთი ღირშესანიშნავი მუზეუმი. ლუვრიდან ელისეს მინდვრების მიმართულებით ტუილრის ბარში მდებარობს იმპრესიონისტებისა და ორანჟერის მუზეუმი. თანხმობის მოედნიდან, ელისეის მინდვრების მარცხნივ მდებარეობს ორი მსგავსი შენობა: გრან – პალე და პტი - პალე. პირველში იმართება სეზონური გამოფენები, მეორეში განთავსებულია ქალაქის მუზეუმი, სადაც ხელოვნების ნიმუშები ინახება. ლუვრიდან მარჯვნივ მდებარეობს პომპადუს ცენტრი, სადაც XXს. – ის ნახატები და სკულპტურები ინახება, მისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს პარიზის ისტორიის მუზეუმი –კარნავალე. ყველაზე დიდი მუზეუმები მდებარეობს მდინარე სენას მარცხენა სანაპიროზე: იმპრესიონისტთა მუზეუმი, გარ დ’ორსე, შუასაუკუნეების ხელოვნების მუზეუმი, როდენის მუზეუმი. გარდა ამისა პარიზში თავმოყრილია დიდი რაოდენობის კოლექციები, საგამოფენო დარბაზები, ძალიან საინტერესო ექსპონატები. მთელი ქალაქი, მთელი თავისი უძვირფასესი სასახლეებით, უნიკალური არქიტექტურული ანსამბლებით და სკულპტურებით ტურისტების წინაშე იშლება, როგორც უძვირფასესი მუზეუმი. არქიტექტურულ - ისტორიულ ღირშესანიშნაობებს შორის აუცილებლად გამოყოფენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც ადრინდელი გოთიკის ნაგებობაა (1163 - 1345), აღფრთოვანებას იწვევს ტაძრის სამი პორტალი: გალერეა ქიმებით, კოშკები, უნიკალური ვიტრაჟები. პარიზში იმართება უმაღლესი დონის სამოდელო ჩვენებები, აქ მაღალი მოდა უკავშირდება ისეთი მოდელიორებისა და დიზაინერების სახელებს, როგორიცაა ივ სენ ლორანი, კოკო შანელი, კრისტიან დიორი, პიერ კარდენი და სხვები. მათი ატელიეები დღეს მსოფლიო სამოდელო სახლებადაა ქცეული. პარფიუმერია, გალანტერეა და სხვადასხვა ხელოსნის საიუველირო ნაკეთობები სამოდელო სახლებთან ერთად შეადგენს დიდი “ლუქსის ინდუსტრიას”. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყოველდღიურად იმართება გამოფენები, რომლებიც სეზონებთანაა დაკავშირებული, გამოიფინება ასევე მზა ტანსაცმელი “ პრეტ - ა - პორტეს ხაზები”